LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

73
ევროპარლამენტარების დელეგაცია

ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციაზე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო მისიაში შემავალი IRI-სა და NDI- ის წარმომადგენლებიც.

ყურადღება გამახვილდა 2 ოქტომბრის არჩევნებზე, პრეზიდენტის როლზე, არჩევნებში მონაწილეთა პოლარიზაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო შარლ მიშელის დოკუმენტს და ევროკავშირთან ასოცირებისთვის განსახორციელებელი რეფორმების აუცილებლობას.

შეხვედრას ორბელიანების სასახლეში  ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა.