LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი მხარს დაუჭერს კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება: ესპანეთის პრემიერი

178
Untitled design (1)

“მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას, ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება”, – ამის შესახებ აღნიშნულია ესპანეთის პრემიერ-მინისტრის წერილში, რომელსაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უგზავნის.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერებს წერილებით მიმართავს

ზურაბიშვილის საპასუხო მიმართვაში პედრო სანჩესი აღნიშნავს, რომ ის ადასტურებს ესპანეთის მხარდაჭერას ევროსაბჭოს შეკრებაზე, რომელიც 23 და 24 ივნისს იმართება:

“მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელიც თარიღდება 20 ივნისით, სადაც ითხოვდით ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ხმის მიცემისას, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

მართლაც, ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ევროპის მშენებლობის პროცესში და ევროპულმა ყველა სახელმწიფოს უნდა შეიტანოს წვლილი უფრო შეკრული და სამართლიანი კავშირის ჩამოყალიბებაში.

ამ კონტექსტში, მინდა, დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომელიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას, ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება.

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას, ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია, ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე, მაგრამ ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – აღნიშნულია პედრო სანჩესის წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.