საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში მისი წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.
“ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის”,-დაწერა ტვიტერში სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.
„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესამაბისი კომპრომისის მიღწევის დროა. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.