„ვფიქრობ, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ეს არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას, სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ“, – ამის შესახებ „ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის“ გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, „ქართული ოცნების“ მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასთან დაკავშირებით. როგორც თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოსულმა შტატების სახდეპის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, ეს არ არის ჭკვიანური ქმედება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელის შეშლაა.
„მერვე წელია, რაც ეს კონფერენცია ტარდება და ყველა, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, არის საქართველოს მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება კონკრეტულად ამ ქვეყანაში თუ რეგიონში.
„რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა“ - ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე
ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება
ჩვენ გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, დემოკრატიული რეფორმებისადმი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინა, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, საფრთხის წინაშე დგანან, ეს საფრთხე მოდის მოსკოვიდან და მას ჰქვია პუტინიზმი.
რუსეთს სურს, რომ აკონტროლებდეს თავის სამეზობლოს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ლახავს და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას და რა თქმა უნდა საქართველოს.
ჩვენ აქ საინტერესო დროს ჩამოვედით: თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფება ევროპაში, ამ პროცესის ხელშესაწყობის მიზნით არგუმენტების წარსადგენად და საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, მისი იმპიჩმენტი სურთ.
ვფიქრობ, ეს არის შეცდომა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ.
ასე რომ, ვფიქრობ, იმპიჩმენტი არ არის სწორი გადაწყვეტილება. იმპიჩმენტის პროცედურა ასე არ უნდა განხორციელდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“. – განაცხადა დევიდ კრამერმა.
„ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო” – საფრანგეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილს
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ინფორმაციისთვის, თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ დღეს გაიხსნა.
ღონისძიებაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. კონფერენციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.