უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს რაც ევალება, არის ის, რომ კონსტიტუცია წაიკითხოს და რაც იქ წერია, ის აკეთოს.
სამხარაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” პარლამენტში გუშინ, პრეზიდენტის გამოსვლის შეფასების დროს განუცხადა:
“რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტზე პოსტი დავდე. შემომითვლა – წაშალეო, მაინც მომერიდა და წავშალე, თუმცა გუშინდელი მისი გამოსვლა რომ გავაანალიზე, ნამდვილად არ უნდა წამეშალა.
რაც ჩვენ მაგისი და მაგის განცხადებების გამო ზიანი მივიღეთ, რაც მის გაყვანაზე ვიწვალეთ, რითი გვიბრუნებს? ერთადერთი, რაც ევალება, კონსტიტუცია წაიკითხოს და რაც იქ წერია, ის აკეთოს.
რა დროს ჩვენი და ქვეყნის დაზიანების ხარჯზე პიარი და ვიღაცის მტრულ თამაშში მონაწილეობაა, რას შეპირდნენ ასეთს?” – განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას მთავრობამ ოფიციალურად უარი უთხრა ევროპაში ვიზიტებზე და პირადი კონტაქტები გამოიყენა.
დღეს კი “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ:
“საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვინ როგორ აფასებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, დეტალურად გაეცნობით აქ: