Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დავით არახამია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: საქართველოს მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს – „ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: საქართველოს მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს – „ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს

144
fot

და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს, – ამის შესახებ უკრაინის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.

„საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს.

სავსებით ცხადია, რომ „ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს“,- წერს არახამია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები