LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით – პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

100
babca60b4a8bf893fd515091ddc02199

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ იცის დამოუკიდებლობის ფასი და საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება.

უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისთვის, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

“დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!

უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან მსგავსი ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით. დიდება უკრაინას!” – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები