LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“ – პრეზიდენტი რობერტა მეცოლას ესაუბრა

123
სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.

პრეზიდენტი დღეს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ტელეფონით ესაუბრა.

„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები