LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩაჯექით მანქანაში, წვიმს” – ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვაზე [ვიდეო]

567
salomeeee

რატომ გაათავისუფლა პრეზიდენტმა მისი სპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან – სხვადასხვა ვერსიის შემდეგ, მთავარი არხი შეეცადა პასუხი თავად პრეზიდენტისგან მიეღო. სახლიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს უთხრა, რომ კითხვებზე არ უპასუხებდა და მას მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზა. ჟურნალისტი ამ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა მანქანაში ოპერატორის ჩასმაც მოითხოვა.

“ჩაჯექით მანქანაში იმიტომ რომ წვიმს, თორემ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ,” – უპასუხა ზურაბიშვილმა მას.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეს-სპიკერის თანამდებობას, ზურაბიშვილის პრეზიდენტად დანიშვნის დღიდან იკავებდა. ამ დროისთვის ის ბიულეტინზე იმყოფება, თუმცა აცხადებს, რომ ადმინისტრაციაში მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს. 

სანამ ამასთან დაკავშირებით განცხადებას თავად ხატია მოისწრაფიშვილი გააკეთებდა, მანამდე ადმინისტრაციიდან სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. პრეს-სამსახურში ამბობდნენ, რომ ის თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, თუმცა ადმინისტრაციაში რჩებოდა და სხვა პოზიციაზე გააგრძელებდა მუშაობას.

ზუსტად რა მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც სალომე ზურაბიშვილი ამბობს და არც ხატია მოისწრაფიშვილი, თუმცა ყოფილმა პრეს სპიკერმა გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც მორალზე და წითელ ხაზებზე საუბრობს, რომლის გადაკვეთასაც არ აპირებს.

 

ნახეთ ასევე: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ – ხატია მოისწრაფიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები