LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაადეკვატურად ჩანს“, „ფეხების ბაკუნს ჰგავს“ – „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის გამოსვლაზე

142
fot

„ჩვენ თუ იმ გადმოსახედიდან ვისაუბრებთ, რომ პრეზიდენტი ამ ბოლო დროს ცოტა არაადეკვატურად იქცევა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან თითქოსდა შეარბილა რიტორიკა. რასაც ჩვენ მისი ბოლო გამოსვლებიდან ვხედავდით, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას ასე ღიად და დაუფარავად უპირიპირდებოდა, თან უსაფუძვლოდ, მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მეტად გამოიყენებდა ამ ტრიბუნას, თუმცა თითქოსდა დაიჭირა ნეიტრალური პოზიცია,“ – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს.

გადაცემაში „დღის თემა“ ქადაგიძემ თქვა, რომ კონკრეტულ გზავნილებს პრეზიდენტის მხრიდან არ ელოდა, რადგან მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ის მხოლოდ სიმბოლურ როლს ასრულებს. მთავარი კი მთავრობა და მთავრობის კონკრეტული მოქმედებებია.

„არაადეკვატურად ჩანს, ფეხების ბაკუნს ჰგავს. თითქოს ცდილობს დემონტრირება მოახდინოს, რომ ზეპოლიტიკოსია, რომ ყველა პოლიტიკოსზე მაღლა დგას და დამოუკიდებელი ფიგურაა. დღეს ჩანდა, რომ თითქოს ჩავიდა და იქ იჩივლა. ცალი ხელით თითქოს დაემუქრა ხელისუფლებას, რომ მე იმას გავაკეთებ, რასაც ჩავთვლი საჭიროდო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, სამწუხაროდ, საერთოდ აცდენილია იმ რეალობას რა რეალობაშიც ქართული საზოგადოებაა დღეს. სამწუხაროა, როცა პრეზიდენტის მხრიდან ვხედავთ ასიმეტრიულ დამოკიდებულებას“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „დღის თემა“.

 

სალომე ზურაბიშვილი: ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ

პრეზიდენტი: ოკუპაციის შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო.. ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია

„მივმართავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს – აზრი არ აქვს ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას“ – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილს სწორი აქცენტები ჰქონდა, ეს მისასალმებელია, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა რჩება, მას შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია

მამუკა მდინარაძე: ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო – უნდა ვთხოვოთ, რაკი შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც იგივე გააკეთოს