ამ „რბილ ომში“, რომელიც გვაქვს რუსეთთან, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს, ალბათ, ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს.
„საქართველო ძალიან აქტიური იყო ნატო-სთან ურთიერთობაში და მონაწილეობდა ნატო-ს მისიების ნაწილში ერაყსა და ავღანეთში. ნატო-ს წვრთნები მთელი ამ წლების განმავლობაში ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ასე რომ, ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს, ალბათ, ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს.
შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ „რბილ ომში“, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან, „რბილი“ პოლიტიკა, „რბილი“ ძალა, ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია, რაიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, რომ დაკარგოს საქართველო”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.