LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ამ განსაკუთრებული გზავნილისთვის.. ახალგაზრდებთან ერთად ვიდგები, ისევ ერთხელ ხმამაღლა შევახსენებ ყველას რომ ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის ამბავი, დღემდე გამოუძიებელია!“ – იზა ომაძე

148
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

გუშინ, 6 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლების წინაშე ბოლოჯერ წარდგა წლიური მოხსენებით. ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა მოსახლეობას 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მობილიზაციისკენ მოუწოდა. იქვე მიმართა ახალგაზრდებსაც: „თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება“.

პრეზიდენტი ახალგაზრდებს მიმართავს: ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ

სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეხმაურება და პრეზიდენტს მადლობას უხდის.

„ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ!“

საქართველოს პრეზიდენტი.

უმნიშვნელოვანესი გზავნილი, დიახ, ახალგაზრდებო თქვენზეა არჩევანი როგორი ქვეყანა გინდათ! სადაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტენ, თუ ქვეყანა სადაც დაცული იქნებით, სადაც გექნებათ მომავალი!

მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ამ განსაკუთრებული გზავნილისთვის ?

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი შვილის მოღვაწეობის სახელმწიფოებრივ დონეზე შეფასებისთვის, მე კი როგორც მოქალაქე,

ახალგაზრდებთან ერთად ვიდგები, ჩემი შვილების, ახალგაზრდების გვერდით უკეთესი მომავლის გარანტიისთვის…

ისევ ერთხელ ხმამაღლა შევახსენებ ყველას რომ ახალგაზრდა ბიზნესმენის ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის ამბავი, დღემდე გამოუძიებელია!“, – წერს იზა ომაძე.

“ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა…

Posted by Iza Omadze on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის“ – სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

„მინდა დიდი მადლიერება გამოვუხატო პრეზიდენტს.. მომცა ბრძოლის უნარი, რომ ნიკოს გამოუძიებელი საქმე ბოლომდე მივიყვანო.. ორი წელი საქმის გახსნას გთხოვთ ამაოდ…“ – იზა ომაძე

„ეს ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებით შექმნათ მომავლის საქართველო“ – იზა ომაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები