გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ჩემი გული და ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა,“ – წერს ზურაბიშვილი.
Heartbroken to hear about the tragic mass shooting in downtown #Prague. My heartfelt thoughts are with the victims and their families.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 21, 2023
ცნობისთვის, დღეს პრაღის ცენტრში მდებარე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობის ტერიტორიაზე მასობრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაიჭრა.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს“ – ილია დარჩიაშვილი