LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა უკრაინის პრეზიდენტს – ეს არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი“ – სალომე ზურაბიშვილი

153
სალომე ზურაბიშვილი

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

„მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი, ერთიანი მიღწევა, რომ არა ერთად, არაფერს არ მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯს და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას.

ჩვენ ამას ვიგებთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის მართლაც ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს. ადრე ვერავინ იტყოდა, რომ ამას ჩვენ მივაღწევდით, ასე მალე.

ჩვენ საერთოდ ბევრ რამეზე ვოცნებობთ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად, არც ჩქარა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ჩვენ, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი.“

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამ წუთას ვესაუბრებოდი. ეს არის [კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება] მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება.

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ევროკავშირის გადაწყვეტილება მიულოცა მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს.

„ასევე მინდა მივულოცო მაია სანდუს. დღევანდელ დღეში უძლიერესი ქალი, რომელმაც ამ პერიოდში გაუძლო შეტევებს, უდიდეს სირთულეებს, მაგრამ შეძლო. თავისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა და გაუძლებდა. და გაუძლო.

ეს მაგალითები არის ჩვენი ქვეყნის მაგალითები. მთელ გავლილ ისტორიულ პერიოდში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ვართ იმის მაგალითი თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ევროპისთვის ბრძოლა და იმ ერთიანი ღირებულებებისთვის ბრძოლა. ეს არის ის, რასაც დღეს ვზეიმობთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

„გილოცავთ“ – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე ემხმაურებიან

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი