LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

163
Untitled design (3)

საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან მიმართებით სოლიდარობას გამოხატავს.

„ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

აღნიშნულ პოსტს კომენტარებში უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სოლიდარობას და აღნიშნავს, რომ ქართველმა და უკრაინელმა ერმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს.

„ვაფასებ უკრაინასთან თქვენს სოლიდარობას ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ“, – წერს ზელენსკი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები