„ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“, – ამ განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას გამოეხმაურა.
აქუბარდია ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და ხელისუფლების კრახით დასრულდება.
„ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერი წნეხი აქვს მათ შორის ეროვნულ ბანკზე „ქართულ ოცნებას“.
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია? - საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დღეს გახდება ცნობილი
იმ შემთხვევაში, თუ 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ ევროპაში გამართული ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ირაკლი კობახიძე ელოდება პარლამენტში ამ პროცესის გადმოტანას, ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა, თუმცა „ქართული ოცნების“ კრახით დასრულდება, რადგან მან ეს პროცესი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტირების მიზნით წამოიწყო“. – განაცხადა აქუბარდიამ.
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.