„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა საზოგადოება დაამცირა, როდესაც კონსტიტუცია დაარღვია, მთავრობის ნებართვის გარეშე წავიდა უცხოეთში და იქიდან გაღიმებული ფოტოები განათავსა.
„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არაერთხელ ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ პრეზიდენტმა ეს თავად მოახერხა, რადგან რომ იტყვიან, კონსტიტუციასთან იყო ჭიდაობაში.
„პრეზიდენტის ერთადერთი მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ – ეკა სეფაშვილი
არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და რაც ყველაზე ცუდია, ბოლოს ისე უხეშად დაარღვია, რომ პრაქტიკული ნაბიჯებიც კი გადადგა მტკიცებულებების სახით, ეს არის წასვლა მაინც, მიუხედავად მთავრობის თანხმობის არარსებობისა და რაც ყველაზე ცუდია, დამამცირებელი საქართველოს საზოგადოებისთვის, იქიდან გამოუგზავნა გაღიმებული ფოტოები საზოგადოებას – დავარღვიე კონსტიტუცია, იმპიჩმენტი დაიწყეთ და აბა ვნახოთ რას იზამთო. კონსტიტუცია თავად გასცემს პასუხს საკონსტიტუციო სასამართლოს სახით საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.