LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩიაშვილი: ყველაფერი მზად იყო, რომ პრეზიდენტი მობრძანებულიყო და დიპლომატებისთვის მასაც მიემართა – სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება, ღონისძიებას არ დასწრებოდა

155
დარჩიაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

„დღეს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მობრძანებულიყო და მასაც მიემართა დიპლომატებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დღევანდელ ღონისძიებას არ დასწრებოდა“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი [ხელისუფლების] სურვილი იყო პრეზიდენტს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიეღო და შესაბამისად, მას ელოდნენ კიდეც.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტი „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს

„დარწმუნებული ვარ, ეს ტექნიკურ საკითხები მალე აღმოიფხვრება და მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის შეკრებაზე მობრძანდება და საქართველოს დიპლომატებს მიმართავს.

ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მობრძანება და მონაწილეობა ამ ფორმატში იქნებოდა ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ყველასთვის.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ზარქუა პრეზიდენტზე: კონფერენციაზე სკამის ცუდად დადგმის გამო თუ არ მოვიდა, გამოვასწორებდით.. რადგან არ დაესწრო, მეგონა, ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება, „ელჩების კონფერენცია 2022“ დღეს გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოგვიანებით განმარტეს, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები