„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით” – ასე ეხმაურება თურქეთში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ ტერაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახის წევრებს და გამოვხატავ უდიდეს თანაგრძნობას პრეზიდენტ ერდოღანის და თურქი ხალხის მიმართ“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
I am horrified by the explosion in Istanbul. My condolences to the families of the victims and my deepest sympathies to President @RTErdogan and the people of Türkiye.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 13, 2022
ბოლო ცნობებით, თურქეთში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 80-მდე კი დაშავდა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო.
მისი თქმით, ახლა სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო.
ამასთან, ერდოღანის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასადგენად და აქვე აღნიშნა ისიც, რომ პირველადი დასკვნები ამ საქმეში ქალის მონაწილეობაზე მიუთითებს.
ამავე თემაზე:
სტამბოლში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა: თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი