LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა

35
zurabishvili-administracia4_40bf0

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, საქართველომ უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა.

სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.

საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს.

როგორც გასულ წელს “იუნესკოში”, კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით განვაცხადე, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობითაა შესაძლებელი კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის გადარჩენა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები