LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს“ – რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და შს მინისტრმა შეხვედრაზე

94
Untitled design

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს:

„პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს.

თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია“, – აღნიშნულია

ბოლო 10 დღეში, რუსეთიდან საქართველოში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა – ვის და რა შემთხვევაში არ აძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას