LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძე: თუ ამას გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს, ფიალით ცოტა ნაცარს მოვიტან და თავზე წავიყრი

201
BeFunky-collage (63)

„სალომე ზურაბიშვილმა რამე ფასეული თუ გააკეთა ვითარების განსამუხტად? რა პროცესი წამოიწყო, ყავას რომ სვამდნენ იქ, „ყავახანა“ და საჭორაო რომ გახსნა?”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი „იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც საქართველო მიატოვა“.

“დაელოდეთ სალომეს, ვისაც მისი იმედი გაქვთ. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ – ასეა ეს. იმ ემიგრაციის პროდუქტია, რომელმაც ეს ქვეყანა თავის დროზე მიატოვა. დაელოდეთ სალომეს, ის „იხსნის“ საქართველოს. პრეზიდენტი? იმპერატორი რომ დაარქვა, რისი გამკეთებელია? თუ ამას [შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს] გააკეთებს, მოვალ ამ სტუდიაში, მოვიხდი ბოდიშს და ცოტა ნაცარს ფიალით მოვიტან და თავზე წავიყრი. ის არაფრის გამკეთებელია. ეს მაშინ შეიძლება გააკეთოს, როდესაც ბიძინას დაასანქცირებენ“, – განაცხადა სანიკიძემ.

კობახიძე: ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირებაა

10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადება  გაავრცელა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს:

„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“ – წერს ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები