LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ღირსების მედლით დააჯილდოვა

120
სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენზე უფრო დიდმა ქვეყნებმა დატოვა უკრაინაში საელჩო, გადაიყვანა დიპლომატები ლვოვში, ან საზღვარგარეთ. ჩვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეს მუშაობა. მგონია, რომ ეს არის ის ფაქტი, რაც არასაკმარისადაა ხაზგასმული“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების ღირსების მედლით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი უკრაინაში ხვალ დაბრუნდება.

„ძალიან სწორია, რომ დღეს, დიასპორის დღეს იმართება დაჯილდოების ცერემონია. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში. ძალიან მძიმე დროს, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დროს, შეინარჩუნეთ არა მხოლოდ წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახე.

ჩვენზე უფრო დიდმა ქვეყნებმა დატოვა უკრაინაში საელჩო, გადაიყვანა დიპლომატები ლვოვში, ან საზღვარგარეთ. ჩვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეს მუშაობა. მგონია, რომ ეს არის ის ფაქტი, რომელიც არასაკმარისადაა ხაზგასმული, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენსა და უკრაინას შორის არსებულ ძალიან დიდი ხნის მეგობრობაზე და სოლიდარობაზე.

თქვენ არ ტოვებენ თქვენს ადგილს, რაც არ უნდა მძიმე პერიოდი იყოს. როცა კიევში იყო საფრთხე რუსეთის ძალების შეჭრის, მაშინაც თქვენ ეხმარებოდით ადამიანებს თავშესაფრების მოწმობაში. ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი ორი ქვეყნის შორის მეგობრობის და სოლიდარობის. თქვენ ხართ ქართული დიპლომატიის ის წარმომადგენლები, რომლებითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ.

ეს არის ძალიან დიდი ტრადიცია, რომელსაც თქვენ ღირსეულად აგრძელებთ. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორ მოიქცა საქართველოს საელჩო უკრაინაში და ყველა საკონსულო ამ მძიმე პერიოდში. გისურვებთ გამძლეობას. ხვალ უკვე ბრუნდებით უკრაინაში და თქვენს გუნდთან ერთად გააგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს წარმოდგენა უკრაინაში და მეგობრობის დადასტურება.“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღირსების მედლები გადაეცათ, უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ქალაქ ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს თანამშრომლებს.

კერძოდ, დაჯილდოვდნენ:

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, გიორგი ზაქარაშვილი,

ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული, თორნიკე ბერეკაშვილი,

უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსის მრჩეველი, კუკური თოფურია,

უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული, ნანა ჩაბრავა.

საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ლვოვში, იაროსლავ მუზიჩიკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები