LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს – სალომე ზურაბიშვილი

86

„მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს,” – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის გაწვევას ეხმაურება. ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს პასუხობს.

„ეს იყო ის, რაც ჩემი სამთვიან კამპანიის დროს ყველგან მოვისმინე, ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა დედებისგან, საქართველოს ყოველ რეგიონში… მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს,“ – წერს ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები