LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასოდეს მითქვამს, რომ ომი დაიწყო საქართველომ – სალომე ზურაბიშვილი

75

არასოდეს მითქვამს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის სხვების მიერ თავს მოხვეული, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯიპა-ს სტუდენტებთან შეხვედრისას, ერთ-ერთი სტუდენტის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც  საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრაზე აქცია პერფორმანსი მოაწყო. ჯიპას სტუდენტი ტრიბუნაზე ავიდა და რამდენიმე წამით დადგა ზურაბიშვილის გვერდით მაისურით, რომელსაც შემდეგი წარწერა “ომი დაიწყო რუსეთმა” ჰქონდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მას სთხოვა, მაისურზე გაკეთებული წარწერა წაეკითხა.

სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო და ისაუბრა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენის გზებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები