LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 180 ათასი ლარი შესწირა

80

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 180 000 ლარი შესწირა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილს თანხები ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა შესწირეს.

ნათელა პატარკაციშვილს, მზია თოთლაძესა და ნანა პატარკაციშვილს ზურაბიშვილისთვის ცალ-ცალკე, 60-60 ათასი ლარი აქვთ შეწირული.