LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი – გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე, მე საქმის პრეზიდენტი ვიქნები

76

„გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი,“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ის გამაერთიანებელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

„მე თქვენთან ერთად ვიქნები ელჩი, რათა გარეთ გავიტანო ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება გვერდში დგომა, ზურგში დგომა და დახმარება. მე ასევე ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა. ამისი მე არ შემეშინდება, როგორც არ მეშინია ზუგდიდში ჩამოსვლის. წარსული ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს და გადავიდეთ იმაზე, რაც ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ყველასთვისაა მოცემული – ბუნება, სიმდიდრე, ნიჭი. აქ, სამეგრელოში კარგად იცით რას ნიშნავს ნიჭი. ეს ყველაფერი გვერდზეა გადადებული, იმიტომ რომ, უნდა ერთმანეთი დავხოცოთ. მე გთავაზობთ, რომ ვიქნები გამაერთიანებელი პრეზიდენტი და მე ვიქნები არა მხოლოდ თქვენი, არამედ იმ ქალის პრეზიდენტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბარს მიშლიდა და გავიდა ახლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა ხმაურით დაიწყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ ზურაბიშვილს უთხრა, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ინტერესების მატარებელია და მას არ აქვს უფლება კეჭი იყაროს საქართველოს პრეზიდენტად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები