LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ორბელიანების სასახლეში მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

61
1

ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს, ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი სტუმრობს.

მილო ჯუკანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახვედრის ცერემონიაზე მონტენეგროს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

 

 

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შედგა. ახლა კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს აკეთებენ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტს ისტორიული უწოდა, მონტენეგროს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ყველას ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიის დამარცებას შეძლებენ:

“თქვენი ვიზიტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა, რადგან ჩვენ ახლა ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური და ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩატარდება მშვიდობიანად, ღიად და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილურობისა და დემოკრატიის გამყარებისთვის.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს და მონტენეგროს გეოპოლიტიკური სიტუაცია. მე ავუხსენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, ავუხსენი, თუ რამდენად წარმოადგენს ეს ყოველდღიურ წნეხს საქართველოს მოსახლეობისთვის, მოსახლეობისთვის იმ რეგიონებში და დელიმიტაციის ხაზზე და ამავე დროს ის, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციისკენ.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები