LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც გასიგრძეგანებული აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე: დავით უსუფაშვილი

133
უსუფაშვილი

დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, ადამიანის, რომელსაც გასიგრძეგანებული აქვს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე და ქვეყანაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“ეს არის ერთ-ერთი დამატებითი შესაძლო იარაღი იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში გონს მოვიდნენ” ამბობს უსუფაშვილი

უსუფაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ამ ტიპის ურთიერთობებით ქვეყანა შესაძლოა, გრძელვადიანად დაზიანდეს.

“ახლა ამაზე მეტი მტკიცებულება რა შეიძლება არსებობდეს კეთილგონიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს, გაიაზროს, რამხელა შეცდომებს უშვებენ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას დაგვიანებული უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ კარგია ენმ-მ ეს ნაბიჯი მაინც რომ გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები