LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა, საქართველოს გაუზიაროს: გიტანას ნაუსედა

78
ნაუსედა

„როცა საქართველოს ვუყურებ, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა. ჩვენი გზა მარტივი არ იყო  და შედარებით უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი მიზანი და ჩვენს საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ რჩებოდა,“ – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას აღნიშნა, ლიეტუვა მხარს უჭერს ევროპის კომისიის მცდელობას – შეიქმნას საერთო ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების სისტემა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან.

„ძალიან მიხარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტის რანგში საქართველოში პირველად ვიმყოფები, აქამდე გაგებული მქონდა, თუ როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო, ახლა კი შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის,“ – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედამ 2019 წელს, ვილნიუსში მისი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან პირველი ვიზიტიც გაიხსენა და თქვა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ლიეტუვასა და საქართველოს ძლიერი კავშირები აქვთ.

„პირველ რიგში, ჩვენ ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ და ასევე სამწუხაროდ, ჩვენს წინაშეა საერთო გარე საფრთხეები. სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, რომ სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით,“ – აღნიშნა ნაუსედამ.

მისივე თქმით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ლიეტუვა მათ მსგავსად, მონდომებას ქართველ ხალხშიც ხედავს, ამიტომ პრეზიდენტთან ერთად, ხელი საერთო დეკლარაციას მოაწერა, რომელიც ნაუსედას თქმით, არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ხელს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უწყობს.

„ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა  საქართველოს გაუზიაროს,“ – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ამასთან, ნაუსედას თქმით, ლიეტუვის მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, თუ როგორ უნდა დახმარებოდნენ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და შესაბამისად, ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს 15,000 დოზა გადასცენ, თუმცა, მისი თქმით, ეს ციფრი შეიძლება უახლოეს მომავალში დაკორექტირდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ ყავს მყარი მეგობარი რთულ გზაზე – ზურაბიშვილის მიმართვა ლიეტუვის პრეზიდენტს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები