საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.