LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება და ის გახდება პრემიერი: მამუკა მდინარაძე

65
FORTUNA.GE- (2)

“შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება და ის გახდება პრემიერი.” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არსებობს და ეს არის უკვე გადაწყვეტილია, რადგან უმრავლესობის სხდომაზე ღარიბაშვილს სრული შემადგენლობით დაუფიქსირეს მხარდაჭერა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

“მხარდაჭერა, პრაქტიკულად, გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან პარლამენტის უმრავლესობა – ფრაქცია “ქართული ოცნება” დღეს, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი და ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ გავაცანით უმრავლესობას.

შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით და დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად ექნება და ის გახდება პრემიერი.” – აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობას მიდმინარე პროცესებში. როგორც მდინარაძემ განმარტა, სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ აბსოლუტუტარად დისტანცირებულია პოლიტიკისგან:

“არავის არაფერი დაუბარებია. ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც ყველამ კარგად იცით, რომ აბსოლუტუტარად დისტანცირებულია პოლიტიკისგან, არა მხოლოდ ჩვენი პარტიისგან და ჩვენგან, იმ მოვლენებისგან, რაც პოლიტიკის მიმდინარე საკითხებს შეეხება, არამედ ზოგადადაც, ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია პოლიტიკისგან – იცით ეს თქვენ, იციან ჩვენმა ოპონენტებმაც, თუმცა, მათი ამ ბოლოდროინდელი ისტერიის ფონზე, ხშირად გვესმის მისი სახელი და გვარი.

ეს გასაგებია, მესიჯბოქსისი ნაწილია და დავიწყება უჭირთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ – ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის იმ სიმართლეს, რომ გუნდმა დღეს ერთხმად გადაწყვიტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მისთვის დაეჭირათ მხარი.” – თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” ახალი კანდიდატი დაასახელა – თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილია წარდგენილი.