LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი…მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე: გოგა ხაინდრავა

154
unnamed

რეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით ძალიან დიდი პრობლემა მოხსნა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა.

„ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბრძენი ქალი, დიდი გამოცდილების, ევროპული აზროვნების, მსოფლიო პოლიტიკის მცოდნე. მან გადადგა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში სხვა რომელიმე პოლიტიკოსისგან ძნელი წარმოსადგენი იყო და საკუთარ თავზე აიღო დარტყმა. გონიერი ადამიანი ყველა მიხვდება, რამხელა პრობლემა მოხსნა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, დაინდრავა დღეს “ლეიბორისტების” ოფისში ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრასა და თითქმის ორსაათიან კონსულტაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს.

არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

"ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს".

„ეს ზუსტად ვიცი, რადგან თითქმის ყველას ვიცნობ. არიან შემთხვევითი ადამიანებიც, მაგრამ არის ძირითადი ბირთვი, ასე ვთქვათ, შუაში მსხდომი ადამიანები, ვისაც ჟარგონულად რომ ვთქვათ, პარადი მიჰყავთ. შუაში ზის ბურჯანაძე –  პუტინის მეგობარი და გრიგოლ ვაშაძე – პუტინის თანამშრომელი. წარმოიდგინეთ, როგორი ვითარებაა, ერთ მახარეს ზის ბოკერია, რომელიც დასავლეთსა და ამერიკას „აწვება“, მეორე მხარეს ზის ვაშაძე და ასევე,  წარსულის აჩრდილი- ასათიანი. ისინი ვერ გაერთიანდებიან ვერასდროს, იმდენად არიან ერთმანეთს აცდენილი მენტალობით თუ წარსულით“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ოპოზიციის ძირითად ნაწილს არაფერში არ სჭირდება არჩევნები, რადგან არანაირი აზრი მათთვის არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები