LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი თავის ნამდვილ სახეს გვაჩვენებს – პრეზიდენტი

85
BeFunky-collage (3)

საქართველოს პრეზიდენტი  საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაციის განახლებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, ისინი თავიანთი ნამდვილ სახის ჩვენებას განაგრძობენ.

“როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს”, — წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები