ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ექიმის გათავისუფლებას ულოცავს.
“დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა,” – წერს “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ორეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ისინი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე იმყოფებოდა. მან ცხინვალის იზოლატორში 49 დღე გაატარა.
"ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია..." - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"სრულიად მოულოდნელი იყო. არც ველოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა"