LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სითი მოლში” „ელიტ ელექტრონიქსის“ მულტიბრენდული მაღაზია გაიხსნა

410

“სითი მოლში”  „ელიტ ელექტრონიქსის“ მულტიბრენდული მაღაზია გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი – ამ ყველაფერს „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთ სივრცეში აერთიანებს და მომხმარებელს სთავაზობს  საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდ მაღაზიას  „სითი მოლი“ გლდანში.

მათივე ინფორმაციით, მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული.  აქ წარმოდგენილია მსოფლიოში  ისეთი წამყვანი ბრენდების შოურუმები როგორებიცაა: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ის ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, ასევე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ-პარტნიორი.

კომპანია მომხმარებელს მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრენდების ყველა კატეგორიის ტექნიკაზე ერთკვირიან სპეციალურ აქციებს სთავაზობს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაშიც.

შეგახსენებთ,  „ელიტ ელექტრონიქსი“ ქართულ ბაზარზე 20 წელია, რაც წარმოდგენილია და მისი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები