LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმა მცირედით აღდგენა უკვე დაიწყო და ახლა მისი გაჩერება, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს – სითი მოლი

84
KN8SWeC

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენბელების ზრდისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, ბიზნესების ნაწილი უკვე შესაძლო ჩაკეტვაზე და მის ნეგატიურ მხარეზე ალაპარაკდა.

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი ამბობს, რომ შესაძლო ჩაკეტვა ყველა ბიზნესისთვის კატასტროფა იქნება.  როგორც მესხელმა TV პირველის ეთერში, გადაცემაში „საქმის კურსი“ განმარტა, ქართულმა ბიზნესმა მცირედით აღდგენა უკვე დაიწყო და ახლა მისი გაჩერება, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

„სითი მოლის“ დირექტორის თქმით, სავაჭრო ცენტრმა პანდემიის დაწყების დღიდან აბსოლუტურად ყველა საშუალება გამოიყენა, რაც ბიზნესის უსაფრთხო ოპერირებას უზრუნველყოფდა.

ბიზნესსექტორი შესაძლოა ისევ შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდეს – „ვითარება საგანგაშოა”

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმიანება საქართველოს ბიზნესასოციაციაც და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესსექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს. „მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა პირდაპირი, თუ ირიბი გზით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. დღეს საჭირო და აუცილებელია ქმედითი, გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები