LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სითი მოლი” 10 წლისაა – საჩუქრებითა და ფასდაკლებებით დატვირთული ერთი კვირა გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდა

229
Untitled

„სითი მოლი“ 10 წლის გახდა. უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა მომხმარებელს 25–31 ოქტომბრის ჩათვლით, ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი შესთავაზა. საჩუქრებითა და ფასდაკლებებით დატვირთული ერთი კვირა გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდა – უახლესი ავტომობილის მფლობელი გიორგი ცუცქირიძე გახდა.

შეგახსენებთ, ქავთარაძის N1–ში მდებარე “სითი მოლის” სავაჭრო ცენტრი ოპერირებს 2011 წლიდან. ცენტრმა მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული მრავალფეროვანი არჩევანით და კომფორტული გარემოთი.

„სითი მოლის” სავაჭრო ნიშნის ქვეშ, 2016 წლიდან, ვეკუას N1-ში ოპერირებას იწყებს ახალი, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი – „სითი მოლი გლდანი“. სივრცე აღჭურვილია ღია და დახურული, 850 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტი, კვების ობიექტები, ტანსაცმლის, სამშენებლო მარკეტი (DIY), საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ტიპის ბრენდული ობიექტები, გასართობი სივრცე. აღსანიშნავია ცენტრის გამორჩეული ლოკაცია – სამი უბნის – გლდანის, თემქისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე.

2019 წლის შემოდგომაზე კი, ქავთარაძის N1–ში მდებარე სითი მოლის სავაჭრო ცენტრი გაფართოვდა და „სითი მოლი საბურთალო“–ს სახელით, 120 000 კვადრატულ მეტრზე ოპერირება დაიწყო ახალმა, მრავალფუნქციურმა სავაჭრო კომპლექსმა.

ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის მქონე, სავაჭრო ცენტრი ,,სითი მოლი საბურთალო“ აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს უახლესი კონცეფციის მქონე ცნობილი, საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაღაზიებს. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია პრემიუმ სივრცე – პრემიუმ ბრენდების მაღაზიებით, ასევე, 3 500 კვ/მ სივრცის მქონე უნიკალური კონცეფციის ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“.

სავაჭრო ცენტრთან ფუნქციონირებს „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები