LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს

142
ნინო

საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებს ახლა უკვე სახალხო დამცველიც ეხმაურება. ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილისგან მეტ გამჭვირვალობას და საზოგადოებრივ ჩართულობას ითხოვს.

ლომჯარია აცხადებს, რომ შეწყალების უფლება მის დაუსაბუთებლად გამოყენებას არ გულისხმობს.ის მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას – იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს”, – აცხადებს ლომჯარია. 

"ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში" - შეწყალების გამო პრეზიდენტი ყველამ გააკრიტიკა

კრიტიკა და შეწყალების მექანიზმის კიდევ ერთხელ გადახედვის მოთხოვნა გაისმა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდანაც.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

ლომჯარიას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას უზრუნველყოფს და შეწყალების პროცედურას მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები