LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა – “საკუთხარი ხელით ჩავაბარე პოლიციას უდანაშაულო ადამიანი”

414
Untitled-1

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ბეჟანიძეს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულო ადამიანია და ის თავის დროზე პირველმა და მეორე ინსტანციამ გაამართლა.

ადვოკატი ამბობს, რომ ასლან ბეჟანიძე ნინო გვენეტაძის „ახლობლური“ გადაწყვეტილების გამო იჯდა ციხეში, ახლა კი სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი რეპუტაცია ვრცელდება მასზე. 

პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე: გამოვდივარ ინიციატივით, დავხვეწოთ შეწყალების უფლება

,,თუ ჩემი გადაწვყეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა ''

„მე ვარ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი, რომელიც ოთხმეზურის მკვლელობაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სამარცხვინოდ გაამტყუნა. საკუთხარი ხელით ჩავაბარე პოლიციას უდანაშაულო ადამიანი. უამრავ ნეგატიურ პოსტს ვხედავ ახლო მეგობრებისგანაც.  

სალომე ზურაბიშვილის უარყოფთ რეპუტაციას ნუ გავავრცელებთ უდანაშაულო ადამიანზე. წაიკითხეთ ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი! შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, თავის დროზე, პირველმა და მეორე ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო! საქართველოს უზენაეს სასამართლომ კი ნინო გვენეტაძის მეთაურობით “ახლობლური” გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის პალატამ ორი ერთის წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ მექრთამეების გამო (იგულისხმება ნინო გვენეტაძე) სალომე ზურაბიშვილს ნუ დამაცვევინებთ (ისედაც ძეგლია). ბრალდება მთლიანად ეფუძნებოდა მსჯავრდებულების ჩვენებებს… ისეთები როგორებიც არიან შანიძე, მორჩილაძე და ა.შ. ეს განაჩენი დევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე.( ასევე დევს განსხვავებული აზრიც),“ – წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 18 წლის დათო ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

“2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ოთხმეზურს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა,” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელ განცხადებაში.

“არ გეტყვით, რატომ შევიწყალე” – სალომე ზურაბიშვილი

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეც შეიწყალა. ამის შედეგად გამოწვეულ აჟიოტაჟს, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება. ზურაბიშვილი აღნიშნული ფაქტის გამო, საზოგადოებაში გაჩენილი ვნებათაღელვის შემდეგ, გამოვიდა ინციატივით, დაჩქარდეს შეწყალების უფლების გამოყენების კრიტერიმუმების დახვეწა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები