საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს. მისი თქმით, სერიალ „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ახალ სერიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციად არის წარმოდგენილი, რაც შემაშფოთებელია.
„ეს შეცდომა ანონსში უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-ს და შოუს სცენარისტებს, რომ პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო შესწორებები შეიტანონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამ დროისთვის აღიშნული სერიალის ახალი სერიის ანონსის ნახვა საქართველოდან არ არის შესაძლებელი.
An upcoming episode of @NCISNewOrleans set to feature #Georgia’s ‘South Ossetia’ as a “Russian province” is troubling. This synopsis mistake is irresponsible and we call on @CBS and the show’s writers to respect Georgia’s territorial integrity and make the necessary changes.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 22, 2019