LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა

244
salooo

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.

„ამოვედით “ევროპა ნოსტრას” ჯგუფთან ერთად. დავათვალიერეთ ფრესკები. ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/2233615026732952/

 

„ევროპა ნოსტრა“ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.