საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სალომე ზურაბიშვილი და პეტრო პოროშენკო არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ, დღეს გამოქვეყნებული უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
პუტინმა სულ 40 ქვეყნის ლიდერს მიულოცა, რომელთა შორის არიან ევროპელი ლიდერები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პირველი პირები.