LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება

20181128212644

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დაცვა სხვადასხვა კატეგორიებს მოიცავს. ამაზე საუბარი რთულია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს სამსახურში განსაზღვრულია სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება არ არის, ხარისხს ვუკლებთ. ეს გამოიხატება რაოდენობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩართულობაში,” – განაცხადა ჩუბინიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები