LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი აბდალაძე გრიგორიადისის შეწყალებაზე: პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დაუცველს ტოვებს ადამიანებსა და იმ სტრუქტურებს, რომელთა ხარჯზეც თითოეული ჩვენგანი თავს მშვიდად ვგრძნობთ

193
გიორგი აბდალაძე

ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების მიზეზებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ უსამართლო იყო.

„ამ თემაზე საუბარი ახლაც მიმძიმს, რადგან ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამართლიანი. კონკრეტულად ლაზარეს საქმეს რაც შეეხება, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დაუცველს ტოვებს ადამიანებსა და იმ სტრუქტურებს, რომელთა ხარჯზეც თითოეული ჩვენგანი თავს მშვიდად ვგრძნობთ. ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდეს და ვფიქრობ, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა.

ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება – გიორგი აბდალაძე

პოლიციელებისა და სამართალდამცველების წინაშე პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს, რადგან ამ ადამიანების ყოველდღიური მუშაობით თითოეული ჩვენგანი მშვიდად ვართ. ვერ ვხვდები, პრეზიდენტმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მინიმუმ, ვინმესთვის უნდა ეკითხა, რომელიმე პოლიციელისთვის, თუნდაც აქციაზე დაზარალებული პოლიციელებისთვის ეკითხა აზრი ამასთან დაკავშირებით. მაჩვენეთ რომელიმე პოლიციელი, რომელიც იტყვის, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. მე ასეთი არავინ მეგულება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია. მით უმეტეს, არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება. შეიძლება, თქვან, რომ 9 წელი ბევრია, მაგრამ სააპელაციოში, უზენაესში, შემდეგ სტრასბურგშიც შეეძლოთ გაესაჩივრებინათ, თუ ის ადამიანი თავს უდანაშაულოდ გრძნობს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ფაქტი უტყუარი მტკიცებულებებით იყო დადასტურებული“, – აღნიშნა აბდალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები