LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 დეკემბერს, არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება

144
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი 9 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს შეუერთდება. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, „ეს უნდა იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი“.

„ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები