რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელი თამარ მუსერიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თამარი Facebook-ზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „1984 წელს, მარტო რომ არ დეტოვებინათ, ვერასდროს აღმოჩნდებოდა იქ, სადაც დღეს არის“.
„7 წელია მეუბნება სანდრო, მაშინ იპოვი, როდესაც აპატიებო. 7 წელია პატიება-არ პატიებას ვებრძვი. მიუხედავად იმისა, რომ გადასარევი მიმღებლობა მაქვს ჩემი, როგორც გაშვილებული ბავშვის და აგრეთვე ჩემი მიტოვების ფაქტის, პატიება მაინც ვერ შევძელი. ვის და რას ვერ ვპატიობდი არ ვიცი, მაგრამ შინაგანი ბრძოლა მაინც მქონდა.
ხოდა აი დღეს გათენდა ის დღე, როდესაც ვეღარაფერი ვეღარ ვიგრძენი. ვერც ბრაზი, ვერც წყენა, ვერც ბოღმა. პირიქით, თითქოს ნაწილობრივ მიხარია კიდეც ასე რომ მოხდა. რაღაცნაირად ამჩატებული მაქვს სული.
რა და როგორ იქნებოდა, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სადაც ვარ, იქ ვერასდროს აღმოვჩნდებოდი 1984 წელს მარტო რომ არ დავეტოვებინე.
ხოდა კიდევ ერთხელ მოვიშველიებ ჩემი ქმრის საყვარელ ფრაზას: „ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს“!, – წერს თამუნა მუსერიძე.