დღეს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 17:00 საათზე იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება