LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკანიანი: პრემიერს გაეროს ტრიბუნიდან მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა ექნება – რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის

37
ზალკანიანი დავით

„მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პრემიერ-მინისტრს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გამოსვლა ექნება. ეს ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას, მთელს მსოფლიოს მივაწოდოთ და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და იდეები,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრებს როგორც გლობალური უსაფრთხოების თემატიკაზე, ისე რეგიონულ კონტექსტში ჩვენს როლსა და ფუნქციაზე, ასევე იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ამჟამად არის შექმნილი.

„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, იქნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რა საფრთხეებიც იწვევს იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც ქვეყანა დგას.

რა თქმა უნდა, ის შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, რა შესაძლებლობები არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და როგორ უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო ეს კონსოლიდაცია. ის შეეხება ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს.

ამ გამოსვლაში დეოკუპაციის სტრატეგია, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება რეგიონზე და იმ როლზე, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში, რადგან წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი ორმხრივი შეხვედრები სწორედ ამ ფუნქციის კიდევ უფრო წარმოჩენას და გამოკვეთას ემსახურებოდა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები