LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სანდროს მოტყუება აღარ მომიწევს, ვეუბნებოდით, რომ მივლინებაში იყო: ანზორ მელია

326
ნიკა 44

ნიკა მელიას ციხეში ყოფნის პერიოდში მის შვილს, სანდროს სიმართლეს არ უმხელდნენ. ამის შესახებ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან შვილის მოლოდინში მყოფმა ანზორ მელიამ ჟურნალიტებთან საუბარში განაცხადა.

„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ექვსი წლის სანდროს მოტყუება აღარ მომიწევს. ხან ვეუბნებოდი, რომ მივლინებაშია და ხან ვეუბნებოდით, რომ ტელეფონი დაუჯდა. ზუსტად ვიცოდი, რომ სანდროს მოტყუება დიდხანს არ მომიწევდა.

რადგან  ის მართალი ადამიანია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხის კედლებს მალე დატოვებდა. ხან მავიწდებოდა წინა დღეს სანდროს რა ვუთხარი და სხვა რამეს ვიგონებში ხოლმე. მერე თვითონ მეუბნებოდა, გუშინ რომ სხვა რამე მითხარიო… “, -ამბობს ანზორ მელია.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა.

ნიკა მელია გამოვა საპატიმროდან და ყველას კაცობისა და ვაჟკაცობის გაკვეთილებს ჩაუტარებს: ანზორ მელია

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები